მბაპე: „საუკეთესო ბომბარდირის ტიტულზე არ ვფიქრობ“

0
1
MOSCOW, RUSSIA - JULY 15: Kylian Mbappe of France celebrates with his Best Young Player Award following the 2018 FIFA World Cup Final between France and Croatia at Luzhniki Stadium on July 15, 2018 in Moscow, Russia. (Photo by Matthias Hangst/Getty Images)

საფრაგეთის ნაკრების კაპიტანმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის I ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერაყთან 3:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, ტურნირის საუკეთესო ბომბარიდირს ტიტულზე არ ფიქრობს.  განვლილი შეხვედრის პირველ ტაიმში ძლიერი წვიმა წამოვიდა, ხოლო შესვენების შემდეგ თამაში აღარ განახლდა, რადგან ჭექა-ქუხილის საშიშროება იყო. ფეხბურთელები მოედანზე თითქმის ორსაათიანი პაუზის მერე დაბრუნდნენ.
„საუკეთესო ბომბარდირის ტიტულზე არ ვფიქრობ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ძლიერი გუნდური თამაშია, რათა საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყოთ. მსოფლიო ჩემპიონატებზე გოლები ყოველთვის გამქონდა და ამ მხრივ სანერვიულო არ მაქვს. პირველ ყოვლისა, მინდა, რომ ვპროგრესირებდეთ, რადგან სერიოზული გამოცდა გველოდება თუ ბოლომდე მიღწევა გვინდა.
ჩემს და მესის შორის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობაზე არავითარ საგა არ არსებობს. ლეოს ყოველთვის გაჰქონდა და გაიტანს. არ ვუყურებ ის რას აკეთებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტის გაკეთება მომიწევდა მხოლოდ ჩემს გუნდს ვუყურებ. გოლები როდესაც გაგაქვს მესის დონეს უახლოვდები, მაგრამ ვიმეორებ – ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი საფრანგეთის ნაკრების პროგრესია“ – იუწყება ფრანგული მედია მბაპეს ნათქვამს, რომელმაც ერაყთან დუბლი შეასრულა.
მბაპე 27 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „სამფეროვანთან“ რიგებში 100 თამაში ჩაატარა. მან თავის ანგარიშზე 60 გოლი ჩაიწერა და საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მბაპემ დუბლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში მიითვალა და 16 გოლით მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილს გერმანელ მიროსლავ კლოზესთან ერთად იყოფა – 18 გოლით საუკეთესო ლიონელ მესია.
ლაშა თაბაგარი