პოჩეტინო: „კვლავ ფანტასტიკურად ვითამაშეთ“

0
3

აშშ-ს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიურისიო პოჩეტინომ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე მატჩში ავსტრალიასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ, თავისი შეგირდების თამაშს ფანტასტიკური უწოდა.
„ჩემი აზრით, კვლავ ფანტასტიკურად ვითამაშეთ. ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. ძალიან ძლიერ გუნდთან ვდომინირებდით. დეკემბერში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ ვიფიქრე, რომ ავსტრალიასთან მართლაც რთული მატჩი გველოდა. გუშინ ვთქვი, რომ არგენტინას საუცხოო გულშემატკივრები ჰყავს, მაგრამ ჩვენი გულშემტაკივრებიც არგენტინელებს არ ჩამორჩებიან.
პულიჩიში ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ დედააზრი გუნდშია. იმედია, რომ ის მომავალ თამაშში დაგვეხმარება. ამ ტურნირის მოგება თუ გვსურს, ყველა მოთამაშე გვჭირდება. კრისტიანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. იმედია, მალე გამოჯანმრთელდება და ამას მოედანზე გუნდის დახმარებით დაამტკიცებს“ – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა, რომლის გაწვრთნილებმა 1/16-ფინალში თამაში გაინაღდეს.
განვლილი შეხვედრის მე-11 წუთზე ავსტრალიელმა ბურგესმა ავტოგოლი მიითვალა, ხოლო 43-ე წუთზე ამერიკელებიდან თავი ფრიმანმა გამოიჩინა. აშშ-მ 1930 წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ ორი თამაში პირველად მოიგო.
ლაშა თაბაგარი