19 ივნისს, ნიონში, 2028 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ძირითადი რაუნდის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრები მე-10 ჯგუფში მოხვდა, სადაც ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქეები იტალიის და კოსოვოს ნაკრებები იქნებიან.
ძირითადი რაუნდის მატჩები 2026 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2027 წლის მარტში დასრულდება. ელიტ რაუნდის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. დარჩენილი რვა მეორეადგილოსანი კი პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას ელიტ რაუნდში მოსახვედრად.
ევროპის ზონიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ელიტ რაუნდის ხუთი ჯგუფის გამარჯვებული გავა, ხოლო დამატებითი საგზურებისთვის საუკეთესო მეორეადგილოსნები ელიტ რაუნდის პლეი-ოფში იბრძოლებენ.
ლაშა თაბაგარი





