მარში: „ისეთი ფეხბურთის ჩვენება გვსურდა, რომელიც ტრიბუნებს დამუხტავდა“

0
3

კანადის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯესი მარშმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის მეორე შეხვედრაში კატარის 6:0 განადგურების შემდეგ აღნიშნა, რომ ისეთი ფეხბურთის ჩვენება სურდათ, რომელიც ტრიბუნებს ენერგიით დამუხტავდა.
„ჩვენ ისეთი ფეხბურთის ჩვენება გვსურდა, რომელიც ტრიბუნებს ენერგიით დამუხტავდა. იმ ტალანტის და მენტალიტეტის დემონსტრირებუ გვინდოდა, რომელიც გვაქვს. 40 მილიონი კანადელი დაიწყებს მტკიცებას, რომ დღეს სტადიონზე იყო. იმ 55000 ვინც უშუალოდ ტრიბუნებზე შეიკრიბნენ გაუმართლათ და გუნდის დიდებული თამაში ნახეს“ – იუწყება ამერიკელი სპეციალისტის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი შეხვედრის მე-16 წუთზე ანგარიში ლარინმა გახსნა, ხოლო 29-ე წუთზე აზიელების კარი ჯონათან დევიდმა აიღო. 33-ე წუთზე კატარელებს ბოლო იმედის ჯარიმისთვის ალ ამინი გაუძევეს. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე დევიდმა მეორე გოლი მიითვალა. 53-ე წუთზე კატარელი მცველი მადიბო კანადელ ნახევარმცველ კონეს ისე ეუხეშა, რომ ორივე წვივის ძვალი მოტეხა. მატჩის შემდეგ მადიბო ბოდიშის მოსახდელად კანადელთა გასახდელში შევიდა. 64-ე წუთზე კატარელთა კარი სალიბამ აიღო. 75-ე წუთზე ალ მანაიმ თავის ანგარიშზე ავტოგოლი ჩაიწერა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე დევიდმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა.
კანადა პირველი არაევროპული და არასამხრეთ ამერიკული გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა.
26 წლის დევიდი არგენტინის ნაკრების კაპიტან ლიონელ მესის შემდეგ მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე, ჰეთ-თრიქი შეასრულა. ის ინგლისელი ჯეფ ჰერსტის შემდეგ მეორე მოთამაშეა, რომელმაც საშინაო მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა. ჰერსტმა ეს 1996 წელს გერმანიასთან მოგებულ მუნდიალის ფინალში მოახერხა.
ლაშა თაბაგარი