კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე სათამაშო დღემ სტარტი თბილისში აიღო, სადაც დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გია ცეცაძის გაწვრთნილმა „რუსთავმა“ ტყიბულის „მეშახტე“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩში ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე გავიდა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჟან ალმეიდამ ტყიბულელთა საჯარიმოში ქუსლით პასი იაპონელ იუტა ნაკანოს გაუკეთა, რომელიც ნიკოლოზ აბულაძემ წააქცია და მთავარმა მსაჯმა ბექს კუნჭულიამ პენალტი დანიშნა. რუსთაველთა კაპიტანმა ავთანდილ გუჯაბიძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ჯამში, თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
„რუსთავს“ 29 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო ლადო ბურდულის თავკაცობით „მეშახტემ“ 10 ქულა დააგროვა და ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





