მარტინ დემიკელისი „ლაიფციგს“ გაწვრთნის

0
4

გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში მოასპარეზე „ლაიფციგს“ მარტინ დემიკელისი გაწვრთნის, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება. არგენტინის ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი 2026 წლის თებერვლიდან „მალიორკას“ ავარჯიშებს, რომელიც 2025-2026 წლების სეზონში ესპანეთის ლა ლიგიდან გავარდა. „ლაიფციგი“ მისი გადაბირების სანაცვლოდ მალიორკელებს თანხას გადაუხდის.
ფეხბურთელობისას დემიკელისი “რივერ პლეიტში”, “ბაიერნში”, “მალაგაში”, “ატლეტიკოში”, “ესპანიოლში” და “მანჩესტერ სიტიში” გამოდიოდა. მან მიუნხენელებთან ერთად ოთხჯერ გერმანიის ბუნდესლიგა და თასი მოიგო, ხოლო “სიტის” შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა, პლუს ორჯერ ლიგის თასი აღმართა. დემიკელისმა არგენტინის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 51 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი