დე ლა ფუენტე: „ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ“

0
4

ლუის დე ლა ფუენტე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის უპირობო ფავორიტად არ მიიჩნევს.
„რას ნიშნავს ფავორიტობა? ეს იმ ხალხის კომენტარებია, რომლებიც ტურნირს გვერდიდან უყურებენ. ამასთანავე, ნიშნავს ეს თუ არა, რომ მოგების შანსი გვაქვს? გულწრფელად გეტყვით – ნუთუ ჩვენ გამარჯვების უფრო მეტი პრეტენდენტები ვართ ვიდრე საფრანგეთი, ბრაზილია ან არგენტინა?
ევროპის მოქმედი ჩემპიონები ვართ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონი არგენტინაა, ხოლო ჩვენ ფინალში ინგლისი დავამარცხეთ. ფინალში გამარჯვება ნებისმიერ გუნდს შეუძლია და ამიტომ ფავორიტებად შეგვიძლია ინგლისი ან ნიდერლანდებიც მივიჩნიოთ.
ტურნირში ბევრი ძლიერი გუნდი თამაშობს და მოგების პრეტენდენტი რვა ან ათია – იმავე პორტუგალია, აფრიკული ქვეყნები… რა თქმა უნდა ესპანეთიც. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენი შეგვიძლია დავმარცხდეთ იმ შემთხვევაშიც თუ მეტოქეზე ძლიერი ვიქნებით.
საკუთარ ძალას ვგრძნობთ და ვიცით რა შეგვიძლია. ფავორიტობა კარგია, მაგრამ ფეხბურთში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს“ – იუწყება დე ლა ფუენტეს ნათქვამს ესპანური მედია.
აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში გასამართ მუნდიალზე ესპანელები H ჯგუფში კაბო ვერდეს, საუდის არაბეთსა და ურუგვაის შეხვდებიან.
ლაშა თაბაგარი