კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მაისის თვის საუკეთეს ფეხბურთელთა წყალტუბოს „სამგურალის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი კლაუდიო სებოლინია დაასახელეს. ამის შესახებ erovnuliliga.ge იუწყება.
23 წლის მოთამაშემ მაისში საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 7 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
გასული თვის საუკეთესო მწვრთნელი თბილისის „დინამოს“ თავკაცი თემურ ქეცბაია გახდა. მისი ხელმძღვანელობით თბილისელებმა 7 თამაშიდან 4 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
ლაშა თაბაგარი





