41 წლის კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადია, რის შესახებ Forbes იუწყება.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ კაპიტანმა ერთი წლის განმავლობაში (2025 წლის ივნისიდან 2026 წლის ივნისამდე) 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხიდან 235 მილიონი ხელფასი და ბონუსებია, ხოლო 65 მილიონი მოედანს მიღმა გამომუშავებული ფულია. რონალდუ კარიერაში მეექვსე მუნდიალზე ითამაშებს.
მეორე ადგილზე არგენტინის ეროვნული გუნდის და „ინტერ მაიამის“ 38 წლის კაპიტანილიონელ მესია 140 მილიონი დოლარით (70 მილიონი ხელფასი და ბონუსი) და ამდენივე მოედანს მიღმა. მესი კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსედ იასპარეზებს.
მესამე პოზიციაზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპეა 95 მილიონი დოლარით ((70 მილიონი ხელფასი და ბონუსი, ხოლო 25 მილიონი მოედანს მიღმა).
ნორვეგიის ეროვნული გუნდის და „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა 80 მილიონი დოლარი (60 მილიონი ხელფასი და ბონუსი, 20 მილიონი კი მოედანს მიღმა).
ბრაზილიის ნაკრების და მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუს ჟუნიორი რეიტინიგის ლიდერთა ხუთეულში ბოლოს 60 მილიონი დოლარით (40 მილიონი ხელფასი და ბონუსები, ხოლო 20 მილიონი მოედანს მიღმა).
ლაშა თაბაგარი





