მესი: „ეს გუნდი ნახევარ გზაზე არასოდეს ჩერდება“

0
3

ლიონელ მესის მიაჩნია, რომ არგენტინის ეროვნული გუნდი ნახევარ გზაზე არასოდეს ჩერდება.
„ადრეც მითქვამს, რომ ეს გუნდი ნახევარ გზაზე არასოდეს ჩერდება. ვფიქრობ, ეს უკვე დავამტკიცეთ ნებისმიერ მეტოქესთან ჩატარებულ მატჩებში. ეს გამარჯვებულის მენტალიტეტიქს მქონე გუნდია, რომელსაც ყოველთვის უფრო მეტი სურს. ჩვენ წინ ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით“ – იუწყება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის კაპიტნის ნათქვამს Tyc Sports.
38 წლის მესი კარიერაში მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატს ჩაატარებს. მან არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს კატარში მოიგო, ხოლო 2014 წელს ბრაზილიაში ფინალში გერმანიასთან დამარცხდა.
არგენტინა აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში გასამართ მუნდიალზე J ჯგუფში ალჟირს, ავსტრიას და იორდანიას შეხვდება.
ლაშა თაბაგარი