„აიაქსი“ მიჩელმა ჩაიბარა

0
2

ამსტერდამის „აიაქსს“ მიჩელი გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. ესპანელმა სპეციალისტმა თანამემამულე ოსკარ გარსია შეცვალა და ნიდერლანდურ გრანდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
50 წლის მიჩელი 2021 წლიდან „ჟირონას“ ავარჯიშებდა, რომელიც 2022 წელს ესპანეთის ლა ლიგაში დააბრუნდა. მისი ხელმძღვანელობით წელს გუნდი სეგუნდა დივიზიონში გავარდა. მანამდე, ის „რაიო ვალეკანოს“ და „უესკას“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი