ალესანდრო ნესტა იტალიის სერია B-ში მოასპარეზე „აველინოს“ გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
იტალიის ეროვნული ნაკრების ექსმცველმა დავიდე ბალარდინი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა გასულ სეზონში მე-8 ადგილი დაიკავა. ბოლოს ნესტა „მონცაში“ მუშაობდა, რომელიც 2024-2025 წლების სეზონში სერია A-დან გავარდა. მანამდე, ის „მაიამის“, „პერუჯას“, „ფროზინონეს“ და „რეჯანას“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





