მარკუ სილვამ „ფულემის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობდა დატოვა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 48 წლის სპეციალისტს ინგლისელებთან კონტრაქტი ამოეწურა, რომლის გახანგრძლივება არ ისურვა.
სილვა „ფულემს“ სათავეში 2021 წლის 1 ივნისს ჩაუდგა და მისი ხელმძღვანელობით 2022 წელს გუნდი პრემიერლიგაში დაბრუნდა. თუ ჟოზე მოურინიო „რეალის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება, მაშინ სილვა ლისაბონის „ბენფიკას“ თავკაცი გახდება.
ლაშა თაბაგარი





