ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. არგენტინელმა სპეციალისტმა განაცხადში 39 წლის ლუის სუარესი არ შეიყვანა, რომელიც 143 მატჩში გატანილი 69 გოლით ურუგვაელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ის თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას 2010, 2014, 2018 და 2022 წლების მსოფლიო პირველობაზე იცავდა.
მეკარეები: სერხიო როჩეტი („ინტერნასიონალი“), ფერნანდო მუსლერა („ესტუდიანტესი“, არგენტინა), სანტიაგო მელე („მონტერეი“, მექსიკა).
მცველები: გილერმო ვარელა („ფლამენგო“, ბრაზილია), რონალდ არაუხო („ბარსელონა“, ესპანეთი), ხოსე მარია ხიმენესი („ატლეტიკო“, ესპანეთი), სანტიაგო ბუენო („ვულვერჰემპტონი“, ინგლისი), სებასტიან კასერესი („ამერიკა“), მატიას ოლივერა („ნაპოლი“, იტალია), ხოაკინ პიკერესი („პალმეირასი“, ბრაზილია), მატიას ვინია („რივერ პლეიტი“, არგენტინა).
ნახევარმცველები: მანუელ უგარტე („მანჩესტერ იუნაიტედი“, ინგლისი), ემილიანო მარტინესი („პალმეირასი“, ბრაზილია), როდრიგო ბენტანკური („ტოტენჰემი“, ინგლისი), ფედერიკო ვალვერდე („რეალი“, ესპანეთი), აგუსტინ კანობიო („ატლეტიკო პარანაენსე“, ბრაზილია), ხუან მანუელ სანაბრია („ატლეტიკო სან-ლუისი“), ჯორჯიან დე არასკაეტა („ფლამენგო“, ბრაზილია), ნიკოლას დე ლა კრუსი („ფლამენგო“, ბრაზილია), როდრიგო სალასარი („ბრაგა“, პორტუგალია), ფაკუნდო პელისტრი („პანათინაიკოსი“, საბერძნეთი), მაქსიმილიანო არაუხო („სპორტინგი“, პორტუგალია), ბრაიან როდრიგესი („ამერიკა“).
თავდამსხმელები: როდრიგო აგირე („ტიგრესი“, მექსიკა), ფედერიკო ვინიასი („რეალ ოვიედო“, ესპანეთი), დარვინ ნუნიესი („ალ-ჰილალი“, საუდის არაბეთი).
ურუგვაის ნაკრები აშშ, მექსიკაში და კანადაში გასამართ მუნდიალზე H ჯგუფში ესპანეთს, კაბო ვერდესა და საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი





