მამარდაშვილს ახალი მწვრთნელი ეყოლება

0
3

არნე სლოტი „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ეს ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.
47 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი „ლივერპულს“ 2024 წლის ივნისიდან ავარჯიშებდა და შარშან პრემიერლიგა მოაგებინა. წელს მერსისაიდელები არათუ ტიტული ვერ დაიცვეს, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც გაჭირვებით მოიპოვეს, რადგან პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი დაიკავეს და სეზონი უტიტულოდ დაასრულეს.
სლოტი 2021 წლიდან როტერდამის „ფეინოორდს“ წვრთნიდა, რომელსაც 2023 წელს ნიდერლანდების ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო 2024 წელს  – თასი. მისი ხელმძღვანელობით „ფეინოორდი“ 2022 წელს კონფერენს ლიგის ფინალში გავიდა, სადაც „რომასთან“ წააგო. ის „ფეინოორდამდე“ ნიდერლანდების „კამბურსა“ და „ალკმაარს“ უძღვებოდა. მის შემცვლელად ესპანელ სპეციალიტს ანდონი ირაოლას განიხილავენ, რომლის ხელმძღვანელობით 2025-2026 წლების სეზონში „ბორნმუთი> მე-6 ადგილზე გავიდა,
2025-2026 წლების სეზონში მამარდაშვილმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში 20 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაუშვა – სამ შეხვედრაში კარი „მშრალად“ შეინახა.
„ლივერპულმა“ მამარდაშვილი „ვალენსიადან“ 2024 წელს 35 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2030 წლამდე გაუფორმა.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი