მამარდაშვილი სამ იტალიურ გუნდს შესთავაზეს

0
12

„ლივერპულს“ მომავალ სეზონში გიორგი მამარდაშვილის განათხოვრება სურს. ჟირნალისტ ნიკოლს სკირას ინფორმაციით, ინგლისურმა გრანდმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე იტალიის სერია A-ს სამ კლუბს შესთავაზა – ტურინის „იუვენტუსი“, მილანის „ინტერი“ და ფლორენციის „ფიორენტინა“.
2025-2026 წლების სეზონში მამარდაშვილმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში 20 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაუშვა – სამ შეხვედრაში კარი „მშრალად“ შეინახა.
„ლივერპულმა“ მამარდაშვილი „ვალენსიადან“ 2024 წელს 35 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2030 წლამდე გაუფორმა.
ლაშა თაბაგარი