ხვიჩა კვარაცხელია: „გოლის გატანით გამოწვეული ემოცია არაფერს შეედრება“

0
4

პსჟ-ს ფორვარდ ხვიჩა კვარაცხელიასთვის გოლის გატანით გამოწვეული ემოცია არაფერს შეედრება. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ამის შესახებ უეფას ვებგვერდთან ისაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგაში იოლი მეტოქე არ არსებობს და თითოეული კლუბი ძლიერია, ხოლო ნებისმიერ დაცვის დაძლევა წარმოუდგენლად რთულია. თუმცა, საუცხოო თანაგუნდელები მყავს, რომელთაც იდეალური მომენტების შექმნა შეუძლიათ და ის დამრჩენია, რომ ზუსტი დარტყმა შევასრულო.
ვფიქრობ, ზოგჯერ გაცილებით ემოციური ვარ, ვიდრე საჭიროა, ხოლო ზოგჯერ პირიქით ძალიან თავშეკავებული ვარ. ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებულია, მაგრამ მოედანზე ყოველთვის 100 პროცენტით ვიხარჯები. გადამეტებული ემოცია ზოგჯერ გაიძულებს სათამაშო ეპიზოდებზე ძალიან ბევრი იფიქრო. სამაგიეროდ, როდესაც გოლის გატანით გამოწვეული ემოცია არაფერს შეედრება. თითოეულ ჯერზე, როდესაც მოედანზე გავდივარ ამ ემოციის გამოცდა ისევ და ისევ მინდა“ – აღნიშნა კვარაცხელიამ, რომლის პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 30 მაისს ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.
კვარაცხელიამ 2025-2026 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 28-ჯერ ითამაშა – 8 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. მან საფრანგეთის თასზე ერთი შეხვედრა გამართა.
ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 15 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან პლეი-ოფში 8-ჯერ ითამაშა და 7 გოლის (2 დუბლი) გატანის გარდა, 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ გათამაშებაში პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. ის ჩემპიონთა ლიგის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ოთხჯერ დაასახელეს. 30 მაისს პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის „არსენალს“ შეხვდება.
ხვიჩამ, რომელიც პსჟ-ს 2025 წლის იანვარში შეუერთდა, გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, ხოლო საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენთაშორისო თასი თითოჯერ მოიგო. მან ასევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი