ლუკა გადრანი ისრაელში საუკეთესო მცველად აღიარეს

0
4

იერუსალიმის „ბეითარის“ ქართველი ლეგიონერი ლუკა გადრანი 2025-2026 წლების სეზონში ისრაელის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელეს და სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 მცველი „ბეითარში“ შარშან სექტემბრის დასაწყისში ალმათის „ქაირათიდან“ გადავიდა. მან ჩემპიონატში 30 მატჩი (29 სასტარტოში) ჩაატარა და გუნდთან ერთად მეორე ადგილი მოიპოვა.
სეზონის საუკეთესო ლეგიონერად „ჰაპოელის“ ნახევარმცველი ლუკას ვენტურა გახდა, ხოლო ამ ნომინაციაში გადრანი მეორე ადგილზე გავიდა.
ლუკამ კუთვნილი ჯილდო ისრაელის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციისა და გამოცემა ONE-ს მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ დაჯილდოვების ცერემონიალზე მიიღო.
ცნობისთვის, გადრანი 2023 წელს „ქაირათში“ თამაშის დროს ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად აღიარეს,
ლაშა თაბაგარი