გულიაშვილი აპრილში „რასინგში“ საუკეთესოა

0
0

გიორგი გულიაშვილი აპრილის თვეში სანტანდერის „რასინგის“ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ესპანური კლუბის ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვადმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
მან აპრილში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. გიორგიმ მე-40 ტურში „ვალიადოლიდთან“ შინ 4:1 მოგებულ მატჩში კოჭი მოიტეხა და თვენახევარი მოედანზე ვერ გავა.
გულიაშვილი „რასინგში“ მიმდინარე წლის ზამთარში ბოსნიის „სარაევოდან“ გადავიდა და ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა. „რასინგი“ მომავალ სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი