„სპაერმა“ ბათუმის „დინამოს“ გამარჯვება არ დაანება

0
1

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში თბილისის „სპაერმა“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ორეჯრ ორბურთიანი სხვაობით აგებდა, უქულოდ მაინც არ დარჩა.
მატჩის 39-ე წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა გიორგი კოხრეიძემ პასი გურამ ჯაფარიძეს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1.
45-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილი თბილისელთა ნახევარზე გვერდი ორ ფეხბურთელს აუარა და დასარტყმელ პოზიციაზე ალბანელი უერდი მარა გაიყვანა, რომელმაც ბუხუტი ფუტკარაძის კარი აიღო – 0:2.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში მასპინძლების შეტევის დროს, სამხრეთ აფრიკელმა მატენჯვამ მარჯვენა ფლანგიდან ბათუმელთა საჯარიმოში ჩააწოდა და ლაშა კოხრეიძემ მეურვე რევაზ ჩიტეიშვილთვის საჰაერო ორთაბრძოლის მოგების შემდეგ, თავი ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა – 1:2.
69-ე წუთზე უერდი მარამ მოედნის ცენტრიდან პასი ლევან ხოზრევანიძეს მისცა, რომელმაც „სპაერის“ კაპიტან ნიკოლოზ კენჭაძეს აჯობა და მეკარესთან პირისპირ „დინამოს“ უპირატესობა ისევ ორ ბურთამდე გაზარდა – 1:3.
მე-80 წუთზე გიორგი ბუნტურმა მარჯვენა ფლანგიდან „სპაერის“ საჯარიმოში გადაცემა ზურაბ გოლუბიანს გაუკეთა, რომელმაც თავით სტუმართა კარი აიღო – 2:3.
83-ე წუთზე გოლუბიანმა იმავე ფლანგიდან ბათუმელთა საჯარიმოში უკვე კენჭაძრ მოძებნა, რომლის თავური ლაზარე კუპატაძემ მოიგერია, თუმცა „სპაერის“ კაპიტანმა მეორე ცდით ანგარიში გაათანაბრა – 3:3.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა ბათუმელებმა ზედიზედ მეოთხე თამაში არ წააგეს (3 გამარჯვება და 1 ფრე) – 18 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზე არიან. ანზორ კიღურაძის თავკაცობით „სპაერმა“ 17 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი