„ბარსელონას“ ყოფილი მცვველი რაფაელ მარკესი მექსიკის ეროვნული გუნდს გაწვრთნის. ის ამჟამინდელ თავკაც ხავიერ აგირეს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ შეცვლის. მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორის დუილიო დავინოს განცხადებით, 47 წლის მარკესთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.
„ბარსელონას“ ყოფილი მცველი 2024 წლიდან აგირეს თანაშემწეა. მექსიკის ეროვნული გუნდის ექსკაპიტანი მანამდე კატალონიელთა მეორე გუნდს ავარჯიშებდა. იგი „ბარსელონაში“ 2003-2010 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 242 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
მარკესი თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას 1997-2018 წლებში იცავდა და 147 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 17-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





