ჩაკვეტაძის არასრული მატჩი, გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო

0
2

„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე და საბა გოგლიჩიძე გამოდიან, ინგლისის ჩემპიონშიფში ზედიზედ მესამე თამაში წააგო. 44-ე ტურში „უოტფორდი“ სტუმრად „ვესტ ბრომვიჩს“ შეხვდა და სამი უპასუხო გოლი გაუშვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან სტუმართა სასტარტოში შემტევი ნახევარმცველი ჩაკვეტაძე იყო, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს. გოგლიჩიძე განაცხადში არ შეუყვანიათ.
მატჩის 21-ე წუთზე მასპინძლები პრაისმა დააწინაურა, ხოლო 41-ე წუთზე თავი დაიკმა გამოიჩინა. 69-ე წუთზე „უოტფორდის“ კარი იმრაიმ აიღო. უოტფორდელებს ჩემპიონშიფში ზედიზედ 6 თამაშია არ მოუგიათ (2 ფრე და 4 მარცხი) – 57 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი