„ტორპედომ“ „სამგურალი“ გაანადგურა

0
1

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის პირველ მატჩში ქუთაისის „ტორპედომ“ იმერულ დერბიში წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა.
მატჩის მე-8 წუთზე გიორგი არაბიძემ ძალიან ზუსტი პასი მისცა სტუმართა საჯარიმოში გახსნილ სერბ ფოვარდ კომნენ ანდრიჩს, რომელმაც თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე „სამგურალის“ ნახევარმცველმა ოთარ აფციაურმა თავის საჯარიმოში ბურთი ცუდად მოიგერია და არაბიძემ ერთი შეხებით გაიტანა.
47-ე წუთზე ალეკო ბასილაძემ დაახლოებით 18 მეტრიდან დაარტყა და ბურთი სტუმართა  მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში მოათავსა. 55-ე წუთზე „ტორპედოს“ კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა კუთხური ჩააწოდა და კარის ახლოს ძელთან გახსნილმა ანდრიჩმა ქუსლით დუბლი შეასრულა.
მე-80 წუთზე მამუჩაშვილმა კიდევ ერთი კუთხური შეასრულა და წყალტუბოელთა საჯარიმოშ საჰაერო ორთაბრძოლა ხორვატმა მცველამ მატეო შიმიჩმა მოიგო, ხოლო გერმანელმა მოჰამედ შერიფმა ახლო მანძილიდან შეაგდო. 84-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ნიკო ცეცხლაძემ ქუთაისელთა საჯარიმოში გიორგი გოგოლაშვილი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე შეამცირა. 87-ე წუთზე ლუკა კუპრავამ მარცხენა ფლანგიდან გადაცემა „სამგურალის“ კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ მამუჩაშვილს გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა „ტორპედომ“ 11 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო გიორგი ონიანის თავკაცობით „სამგურალს“ 8 ქულა აქვს და ბოლოსწინაა.
ტორპედო 6:1 სამგურალი 
ლაშა თაბაგარი