საზონოვი“ტორინოს“ თავისუფალ აგენტად დატოვებს

0
16

საბა საზონოვი „ტორინოს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობება. მას ზაფხულში კლუბთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.
იტალიურმა კლუბმა საზონოვი 2023 წელს მოსკოვის „დინამოდან“ სამ მილიონ ევროდ შეიძინა. თუმცა, ტურინულ გუნდში საქართველოს ნაკრების მცველის კარიერა არ აეწყო. მან „ტორინოში“ 13-ჯერ ითამაშა და სასტარტო შემადგენლობაში ერთხელ მოხვდა. 2024 წელს „ტორინომ“ საზონოვი „ემპოლიში“ გაანათხოვრა, სადაც მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა და მთელი სეზონი გამოტოვა.
გასულ ზაფხულს 24 წლის ფეხბურთელს ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „ხეტაფეში“ ანათხოვრებდნენ, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ამის შემდეგ, „ტორინოს“ ხელმძღვანელებმა ქართველი გუნდის განაცხადში არ შეიყვანეს და ის მხოლოდ ვარჯიშობს.
ლაშა თაბაგარი