პსჟ ზაფხულში კვარაცხელიას არ გაყიდის

0
13

„პარი სენ ჟერმენი“ მიმდინარე წლის ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიასთან განშორებას არ გეგმავს, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა იუწყება.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის შეძენა ლონდონის „არსენალს“ უნდა, მაგრამ პარიზელები თავის ერთ-ერთ ლიდერთან შელევას არ გეგმავენ.
კვარაცხელია პსჟ-ში 2025 წლის იანვარში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. სკირას ინფორმაციით, ხვიჩა ბონუსების ჩათვლით წელიწადში 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
კვარაცხელიამ პსჟ-ში მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 69 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა. მან პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც ფრანგები ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდნენ.
ლაშა თაბაგარი