ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში კიდევ ერთი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. 23-ე ტურში გრაცელებმა სტუმრად ვენის „აუსტრია“ 5:2 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე „შტურმის“ კონტრშეტევა კიტეიშვილმა დაიწყო და იატა მოძებნა, რომელმაც ბურთი საჯარიმოში შეჭრილ ქართველს დაუბრუნა, ამ უკანასკნელმა კი თავისი გუნდი დააწინაურა – 1:2. 55-ე წუთზე მასპინძლების მცველმა თავის საჯარიმოში კიტეიშვილი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა თავად შეასრულა – 1:3. ოთარი 72-ე წუთზე შეცვალეს. ის 20 მატჩში გატანილი 12 გოლით და 3 საგოლე პასით ავსტრიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. გარდა ამისა, მან ავსტრიის თასზე ჩატარებულ 3 შეხვედრაში 1 ბურთი შეაგდო, ხოლო ევროპა ლიგის ფაზაზე 7-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. ოთარ მამაგეიშვილი „შტურმის“ რიგებში მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა.
გრაცელები 22 ქულით 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფში პირველ ადგილზეა არიან.
ლაშა თაბაგარი





