“დილას” კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატა

0
14

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედ გამარჯვებულ გორის “დილას” კიდევ ერთი აფრიკელი ლეგიონერი შეუერთდა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, კოტდივუარელი შემტევი ნახევარმცველი კლოდ კოუაკომ მომდევნო სეზონში გორელთა მაისურს მოირგებს.
“21 წლის კოტ დივუარელი შემტევი ნახევარმცველი კლოდ ლუის კოუაკო ,,დილას” ფეხბურთელია. იგი ჩვენს გუნდს ავსტრიული “ვოლფსბერგიდან” შეუერთდა. ახალგაზრდა ნახევარმცველს თამაში როგორც “ათიანის” პოზიციაზე ასევე ცენტრალურ და მარჯვენა ნახევარმცველად შეუძლია. კლოდმა საკლუბო კარიერა სამშობლოში დაიწყო რის შემდეგაც ისრაელის ჩემპიონატში “ბნეი იეჰუდას” და “აპოელ აკკო”-ს რიგებში ასპარეზობდა, ბოლოს კი ავსტრიის ბუნდესლიგაში გადაბარგდა”.
ლაშა თაბაგარი