მიქაუტაძემ ესპანეთის ჩემპიონატში მეშვიდედ შეაგდო

0
3

გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარელის“ მაისურით ესპანეთის ლა ლიგაში გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. 24-ე ტურში „ვილიარეალი“ სტუმრად „ხეტაფეს“ შეხვდა და 1:2 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 2:0 იგებდნენ. „ხეტაფედან“ თავი 41-ე წუთზე არამბარიმ გამოიჩინა, რომელმაც პენალტი გაიტანა, ხოლო 53-ე წუთზე სტუმართა კარი სატრიანომ აიღო.
76-ე წუთზე „ხეტაფეს“ საჯარიმოში მიქაუტაძეს ბურთი თანაგუნდელის ფეხიდან მიუვიდა, რის შემდეგ, ფინტით ერთი მცველი ჩამოიცილა და მისი დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, რის შემდეგ გიორგი ზუსტად დაამატა. მან ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მიქაუტაძემ ესპანეთის თასის სამ შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფაზის შვიდ თამაშში ასევე ერთი გოლი მიითვალა. „ვილიარელი“ 45 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი