ჩაკვეტაძის ტაიმი, გოგლიჩიძის პირველი სასტარტო

0
3

„უოტფორდმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის 35 წლის ბელგიელი ედვარდ სტილის ხელმძღვანელობით პირველი მატჩში ინგლისის ჩემპიონშიფის 32-ე ტურში სტუმრად „პრესტონთან“ ჩაატარეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. მის მსგავსად მოედანზე პირველი წუთიდან იყო ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელმაც მოედანი 61-ე წუთზე დატოვა.
მატჩის მე-19 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში დობინმა გახსნა, ხოლო 55-ე წუთზე მაამამ საპასუხო ბურთი გაიტანა. 57-ე წუთზე „უოტფორდიდან“ თავი კიერუმგარდმა გამოიჩინა. 70-ე წუთზე „პრესტონიდან“ თავი სმოლმა გამოიჩინა. „უოტფორდი“ 45 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი