ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად იგორ ტუდორი დანიშნეს, რომელმაც მიმდინარე კვირაში დათხოვნილი დანიელი ტომას ფრანკი შეცვალა. 47-ე წლის ხორვატმა სპეციალისტმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
ტუდორი 2025 წლის მარტიდან ოქტომბრამდე ტურინის „იუვენტუსს“ ავარჯიშებდა. მანამდე, ის ხორვატულ „ჰაიდუკს“, ბერძნულ პაოკს, თურქულ „ქარაბუქსფორს“ და „გალათასარაის“ , იტალიურ „ვერონას“, „უდინეზეს“ და „ლაციოს“, ასევე ფრანგულ „მარსელს“ ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი





