სამი უპასუხო გოლი „რუსთავს“ დონეცკელებისგან

0
1

„რუსთავი“, რომელსაც გია ცეცაძე ავარჯიშებს თურქულ შეკრებაზე დონეცკის „შახტარს“ ესპარინგა და 0:3 წააგო. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე უკრაინული გრანდი კაუან ელიასმა დააწინაურა, ხოლო 65-ე წუთზე თავი ნაზარინამ გამოიჩინა. 89-ე წუთზე კაუან ელიასმა დუბლი შეასრულა.
„რუსთავი“: ბერუაშვილი, იაკობიძე, ოლივეირა, ანდღულაძე, ჩიქოვანი, ნაკანო, პამი, უბილავა, ნ. ქუთათელაძე , ოსეი, ალმეიდა.
შეცვლაზე შევიდნენ: კაპანაძე, ფაცაცია, დობრანსკი, ჯაფარიძე, გუჯაბიძე, სლავიცკი, ჯიბრილი, მაშავა, ს.ქუთათელაძე.
ლაშა თაბაგარი