თბილისის „დინამომ“ ვლადიმერ კაკაშვილიხ თავკაცობით თურქულ შეკრებაზე მესამე სპარინგი ჩაატარა და ისევ წააგო. ამჯერად, დინამოელები უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელ „ვერესს“ შეხვდნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუშვეს.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, უკრაინელებიდან 58-ე წუთზე ანგარიში ხარტინმა გახსნა, ხოლო ოთხ წუთში თავი კლიოტსმა გამოიჩინა.
„დინამომ“ ასეთი სასტარტო შემადგენლობით ითამაშა: ლორია (კ), გვასალია, შათირიშვილი, უგრეხელიძე, საბა ხარებაშვილი, ნინუა, იორო, ხარაიშვილი, გიორგი ხარებაშვილი, მონტეირუ, სირაძე.
თადარიგში იყვნენ: ჩოჩოშვილი, მაქაცარია, კურდიჩი, დიაკონიძე, გომესი, ოსეი, ნჯიე, სანტუში, დონკორი, ვაწაძე, ხალიფა, წულაია, მიქაუტაძე, შაშიაშვილი, დოლტმურზიევი, პატარკაციშვილი.
„დინამოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდში გამბიელი ფეხბურთელები მცველი აბდულაი ნჯიე და გარემარბი ალბერტაუ გომესი ისინჯებიან, რომელთა ბედს სამწვრთნელო შტაბი უახლოეს მომავალში გადაწყვეტს.
ლაშა თაბაგარი





