პსჟ-სა და კვარაცხელიას მესამე მარცხი ლიგა 1-ში

0
5

პსჟ-მ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარცხელიაა მიმდინარე სეზონში სარანგეთის ლიგა 1-ში მესამე თამაში წააგო.
22-ე ტურში მოქმედი ჩემპიონი სტუმრად სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე მყოფ „რენს“ დაუპირისპირსდა და სამი გაშვებული გოლის წილ, ერთი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგნელობაში იყო და მე-60 წუთზე კანინ ლიმ შეცვალა. კვარაცხელია მოედნიდან გაყვანა მოულოდნელი იყო, რადგან კარგად თამაშობდა.
მატჩის 34-ე წუთზე მასპინძლები ტამარიმ დააწინაურა, ხოლო 69-ე წუთზე ლეპაულმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 72-ე წუთზე უსმან დემბელემ ერთი ბურთი გაქვითა. 81-ე წუთზე ემბოლომ პსჟ-ს კარი აიღო და ეს გოლი მატჩში უკანასკნელი აღმოჩნდა. პარიზელები 51 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზე არიან და 2 ქულით ასწრებენ „ლანსს“, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.
17 თებერვალს პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრ პირველ შეხვედრას სტუმრად თანალიგელ „მონაკოსთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი