ბათუმის „დინამომ“ უზბეკეთის ჩემპიონთან წააგო

0
4

ბათუმის „დინამომ“ თურქული შეკრების მეორე ეტაპზე პირველი ამხანაგური შეხვედრა უზბეკეთის მოქმედ ჩემპიონ ფერგანის „ნეფთჩისთან“ ჩაატარა და 1:4 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ტაიმის უგოლოდ დასრულდა და ყველა ბურთი შესვენების შემდეგ გავიდა, როდესაც ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შემადგენლობა შეცვალა.
„დინამოდან“ ერთადერთი გოლი ბექა ბარამიძემ 76-ე წუთზე გაიტანა, როდესაც „ნეფთჩი“ 3:0 იგებდა. მან შორი მანძილიდან კარიდან წინ გამოსულ უზბეკების მეკარეს, რომელმაც შეცდომა დაუშვა, ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო. ბათუმელები მომდევნო სპარინგს 13 თებერვალს უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ „ოლექსანდრიასთან“ ჩაატარებენ.
„ნეფთჩისთან“ შეხვედრაში „დინამოს“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
კუპატაძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე (კ), ქაფიანიძე, ლაკვეხელიანი, მილჩენკო, კოხრეიძე, მარა, წულუკიძე, ხოზრევანიძე, ჯაფარიძე.
თადარიგში იყვნენ: თურმანიძე, დუმბაძე, მახარაძე, ცხომელიძე, თედორაძე, გოგრაჭაძე, კალანდარიშვილი, ზოიძე, ფუტკარაძე, თავდგირიძე, აბუსელიძე, ბარამიძე, გოგმაჭაძე.
ტრავმების გამო განვლილი თამაში თორნიკე კირკიტაძემ, დმიტრი მანდრიჩენკომ და საბა ისმაილოვმა გამოტოვეს.
ლაშა თაბაგარი