კვარაცხელიას საუცხოო გოლი „მარსელთან“

0
5

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და მოედანზე „მარსელის“ კარში გატანილი ეფექტური გოლით დაბრუნდა. საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა პსჟ-მ შინ მარსელელები 5:0 გაანადგურა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის მე-12 წუთზე მასპინძლები უსმან დემბელემ დააწინაურა, რომელმაც 37-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 64-ე წუთზე სტუმართა მცველმა მედინამ ავტოგოლი მიითვალა.
66-ე წუთზე დემბელემ მეტოქის საჯარიმოში მყოფმი კვარაცხელია მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი მიწაზე დაუშვებლად შორეულ კუთხეში გაგზავნა. მან ამ სეზონში ლიგა 1-ში 17-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა, პლუს 3 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის ფაზის 7 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.
„მარსელის“ კარში მეხუთე ბურთი კანინ ლიმ შეაგდო. პსჟ 51 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი