კრაიოვას „უნივერსიტატია“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი თამაშობს, რუმინეთის სუპერლიგის 25-ე ტურში შინ „ოცელულს“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და შეცვლაზე 68-ე წუთზე შევიდა, როდესაც მასპინძლები იგებდნენ. კრაიოველებიდან გოლი 61-ე წუთზე მატეიმ გაიტანა.
90-ე წუთზე მექვაბიშვილის გადაცემის შემდეგ საჯარიმოში, სტუმართა კარი ნსიმბამ აიღო, მაგრამ მსაჯმა გოლი ავტორზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, მატჩისთვის დამატებულ მე-4 წუთზე მექვაბიშვილმა კუთხური ჩააწოდა და მასპინძლების ფეხბურთელის თავით დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა. ამ გამარჯვების შემდეგ „უნივერსიტატიამ“ 49 ქულა დააგროვა და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი





