ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე ზედიზედ მესამე ამხანაგური თამაში წააგო. ამჯერად, გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები ყაზახეთის „ტობოლს“ დაუპირისპირდნენ და შეხვედრის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა.
პირველ ტაიმში ბათუმელებმა მეტოქის კართან ვითარება რამდენჯერმა გაამწვავეს, მაგრამ ანგარიში არ გახსნილა. 72-ე წუთზე ყაზაზებმა კუთხური ჩააწოდეს და „ტობოლის“ ფეხბურთელმა თავით ბურთი კარში გადაგზავნა – 0:1.
ბათუმელების სასტარტიო შემადგენლობა ასეთი იყო: თურმანიძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე (კ), ქაფიანიძე, კალანდარიშვილი, მილჩენკო, კოხრეიძე, მარა, გოგმაჩაძე, ხოზრევანიძე, ჯაფარიძე.
სათადარიგოები: ისმაილოვი, დუმბაძე, მახარაძე, ცხომელიძე, თედორაძე, გოგრაჭაძე, ლაკვეხელიანი, ზოიძე, ფუტკარაძე, აბუსელიძე, თავდგირიძე, ბარამიძე.
შეხვენებამდე, უერდი მარამ ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
ცნობისთვის, მანამდე „დინამო“ ბოსნიის „სლოგა დობოისთან“ 0:3 დამარცხდა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიის „ლიტექსთან“ – 1:2.
ლაშა თაბაგარი





