პსჟ-მ კვარაცხელიას გარეშე სტრასბურგში მოიგო

0
22

პსჟ-მ, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფაზის დასკვნით მატჩში მიღებული ტრავმის გამო ვერ ეხმარება, ლიგა 1-ის მე-20 ტურში გასვლაზე „სტრასბურგს“ სძლია.
მატჩის მე-20 წუთზე მასპინძლებიდან პანჩელიმ პენალტი ვერ გამოიყენა. 22-ე წუთზე პარიზელები მაიულუმ დააწინაურა, ხოლო 27-ე წუთზე გელა დუემ ანგარიში გაათანაბრა. 75-ე წუთზე პსჟ მოედანზე 10 კაცით დარჩა, რადგან უხეშობისთვის ჰაკიმი გააძევეს. სტუმრებს ნუნუ მენდეშმა მოაგებინა, რომელმაც მეტოქის კარი 81-ე წუთზე აიღო.
მოქმედი ჩემპიონ პსჟ 48 ქულით 18 გუნდში პირველია. კვარაცხელია მოედანზე სავარაუდოდ ორ კვირაში დაბრუნდება.
ლაშა თაბაგარი