„მეცი“, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი გამოდიან, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურში სტუმრად „ანჟერს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბებიდან სასტარტოში მხოლოდ წიტაიშვილი იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, ხოლო აბუაშვილი მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა.
„მეცი“ მე-9 წუთზე კაცნაკლული დარჩა, რადგან მე-9 წუთზე უხეშობისთვის გბამინი გააძევეს. მატჩში ერთადერთი გოლი მასპინძლებიდან მუტონმა 25-ე წუთზე გაიტანა. „მეცმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში ზედიზედ 4 თამაში წააგო და 12 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





