გრაცის „შტურმმა“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ოთარ კიტეიშვილია, ავსტრიის თასს 1/4-ფინალში დაემშვიდობა. გრაცელები სტუმრად „ალტახს“ შეხვდნენ და 1:3 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გუნდს შეუცვლელად უკაპიტნა. გიზო მამაგეიშვილი თადარიგში იყო, თუმცა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექსნახევარმცველის დებიუტი „შტურმში“ გადაიდო.
მატჩის 52-ე წუთზე მასპინძლებიდან გრეილს პენალტი მეკარემ აუღო, მაგრამ თავად დაამატა და ანგარიში გახსნა. 71-ე წუთზე „შტურმიდან“ საპასუხო ბურთი კაიომბომ გაიტანა. 79-ე წუთზე გრაცელთა მცველმა ოერმანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
ძირითადმა დრომ გამარჯვებული დაინიშნა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. 102-ე წუთზე „ალტახიდან“ თავი ჰრსტიჩმა გამოიჩინა, სამ წუთში კი გრეილმა დუბლი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი





