„ექსელსიორი“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ირაკლი ეგოიანია ნიდერლანდების ერედივიზიონის 21-ე ტურში შინ „აიაქსს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ორი ბურთით აგებდა, ქულა აიღო.
საქართველოს 21-წლამდელთა ნახევარმცველმა შეუცვლელად კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. მატჩის 21-ე წუთზე „აიაქსი“ გოცმა დააწინაურა, რომელმაც მე-40 წუთზე დუბლი შეასრულა.
74-ე წუთზე მასპინძლებიდან ჯონათანსმა ერთი ბურთი გაქვითამ ხუთ წუთში კი ზაგრემ ანგარიში გაათანაბრა. „ექსელსიორი“ 23 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. ეგოიანი ერედივიზიონში სადებიუტო სეზონს ატარებს და საერთო ჯამში 16 მატჩი შეუცვლელად ითამაშა, მათ შორის ბოლო 10 შეხვედრის მანძილზე მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო.
ლაშა თაბაგარი





