გორის “დილამ” ბრაზილიელი მცველი ჟოაო არაუშო გამოისყიდა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი დავით გოცირიძე დაიმატა, ხოლო კონგოელი თავდამსხმელი დეო ბასინგა სათამაშოდ მაროკოში გაუშვა. ამის შესახებ გორელთა პრესსამსახური იუწყება:
“ბრაზილიელი მცველი ჟოაო არაუჟო რომელიც ,,დილაში” მშობლიური კლუბიდან იჯარით იმყოფებოდა ამიერიდან კლუბში სრულფასოვანი კონტრაქტით დარჩება.
აღნიშნული ტრანსფერი კლუბს 100 000 დოლარი დაუჯდა, შეთანხმების თანახმად, მომდევნო ტრანსფერიდან მისი ყოფილი კლუბი სატრანსფერო უფლებების 30 % დაიტოვებს 70 % კი ,,დილას” დარჩება. მოხარულები ვართ ჟოაოს გუნდში დარჩენით და ვიმედოვნებთ რომ გასული სეზონების მსგავსად იგი გუნდის ერთი ერთი გამორჩეული მოთამაშე იქნება.
საქართველოს 21 წლამდე ნაკრების თავდამსხმელი დათო გოცირიძე კარიერას ,,დილაში” გააგრძელებს. ახალგაზრდა ფორვარდი თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია, გასული სეზონი კი იჯარის წესით ,,გაგრას” რიგებში გაატარა.
კონგოელმა თავდამსხმელმა დეო ბასინგამ ,,დილა” დატოვა და კარიერას მაროკოს ჩემპიონატში გააგრძელებს”.
ლაშა თაბაგარი