ჩაკვეტაძის ტაიმი

0
27

„უოტფორდი“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის პრემიერშიფის 28-ე ტურში თავის მოედანზე „პორტსმუთს“ დაუზავდა – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებაზე შეცვალეს. ის მე-20 წუთზე დაახლოებით 18 მეტრიდან მეტოქის კარს სახიფათოდ დაემუქრა, მაგრამ ბურთი მიზანს აცდა. 35-ე წუთზე ჩაკვეტაძემ მეკარესთან პირისპირ მაამა გაიყვანა, რომელმაც რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.
სტუმრები 73-ე წუთზე სეგეჩიჩმა დააწინაურა, ხოლო 79-ე წუთზე დუმბიამ ანგარიში გაათანაბრა. „უოტფორდი“ 42 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა და პრემიერ ლიგაში მოსახვედრ პლეი-ოფის ზონასთან ერთი ქულა აშორებს.
ლაშა თაბაგარი