ლომინაძის გუნდის გამანადგურებელი გამარჯვება სტუმრად

0
27

„ეშტორილმა“, რომელშიც ნოდარ ლომინაძე გამოდის, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში სტუმრად „ეშტრელა“ 5:0 გაანადგურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. ის „ეშტორილს“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა და სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ტრავმის მიღების მერე, სასტარტოში ადგილი დაკარგა.
სტუმრებმა ანგარიში მატჩის მე-3 წუთზე გახსნეს, ხოლო მასპინძლებს 45-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს. მეორე ტაიმში „ეშტორილმა“ მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო.
„ეშტორილი“ 23 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი