კრაიოვას „უნივერსიტატიამ“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის რუმინეთის ჩემპიონატის მეორე ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. 22-ე ტურში კრაიოველები სტუმრად „პეტროლულს“ შეხვდა და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 29-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 65-ე წუთზე შეცვალეს. „უნივერსიტატიამ“ მეტოქეს თითო ტაიმში ორ-ორი გოლი გაუტანა. კრაიოველები 43 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზე არიან.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 22-ე ტურში „გრანადამ“ „ეიბარი“ მიიღო და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. მასპინძლების თადარიგში ლუკა გაგნიძე იყო, რომელსაც არ უთამაშია. „გრანადა“ 23 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიციაზე იმყოფება.
ლაშა თაბაგარი





