სიხარულიძე „მეშახტეში“ ითამაშებს

0
23

ირაკლი სიხარულიძე კარიერას ტყიბულის „მეშახტეში“ განაგრძობს. რის შესახებ კრისტალბეთ ეროვნული დებიუტანტის პრესსამსახური იუწყება. 35 წლის თავდამსხმელმა ბოლო 4 სეზონი თბილისის „იბერიაში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირში 142-ჯერ ითამაშა და 29 გოლი გაიტანა. მან თბილისელებთან ერთად საქართველოც ჩემპიონატის ზედიზედ ორჯერ მოიგო და ასევე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფლა.
ის დამიუკიდებელი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ირაკლი სიხარულიძე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში 128 გოლით მესამეა. პირველ ადგილზე ზურაბ იონანიძეა 2016 გოლით, ხოლო მეორეზე ლევან ხომერიკი – 140 გოლი.
სიხარულიძე კარიერის განმავლობაში ასევე „რუსთავში“, „ზესტაფონში“, „სამტრედიაში“, ბოლნისის „სიონში“, თბილისის „ლოკომოტივში“, სლოვაკეთის „სლოვაცკოში“ და ლატვიის „რიგასში“ თამაშობდა. მან 2017 წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა.
„მეშახტემ“ სიხარულიძის გარდა, მეკარე ლევან შოვნაძე და ნახევარმცველი გიორგი პაპუაშვილი დაიმატა.
ლაშა თაბაგარი