ივა გელაშვილმა, რომელიც „პანსერაიკოსში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, საბერძნეთის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-17 ტურში „პანსეირაიკოსი“ თავის მოედანზე „კიფისიას“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.
გელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 59-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა „ცაციათი“ ანგარიში გაათანაბრა. „პანსეირაიკოსიდან“ გადამწყვეტი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მასკანაკისმა გაიტანა.
გელაშვილმა მიმდინარე სეზონში საბერძნეთის სუპერლიგაში 11-ჯერ ითამაშა. „პანსერაიკოსი“ 8 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა,
ლაშა თაბაგარი





