მიქაუტაძე სევილიაში დამარცხდა

0
30

„ვილიარეალი“, რომლის ღირსებას გიორგი მიქაუტაძე იცავს, ესპანეთის ლა ლიგის მე-20 ტურში სტუმრად სევილიას „ბეტისთან“ ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 29-ე წუთზე ანგარიშის გახსნაც შეეძლო, როდესაც საჯარიმოში მყოფმა ვეიგას პასის მერე ახლო მანძილიდან ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. მიქუტაძემ შეუცვლელად ითამაშა.
პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, ხოლო 57-ე წუთზე მასპინძლები რუიბალმა დააწინაურა. 76-ე წუთზე „ვილიარეალის“ ნახევარმცველი კომესანია უხეშობისთვის გააძევეს. 83-ე წუთზე „ბეტისიდან“ თავი ფორნალსმა გამოიჩინა და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.
„ვილიარეალმა“ წაგების მიუხედავად 41 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო ჩემპიონთა ლიგის ფაზაში სახლში ამსტერდამის „აიაქსთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი