„უოტფორდის“ წაუგებელი სერია შეწყდა – ჩაკვეტაძემ სრულად ითამაშა

0
13

ინგლისის ჩემპიონშიფში „უოტფორდის“ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია (5 გამარჯვება და 2 ფრე) დასრულდა. 27-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი შინ „მილოულს“ შეხვდა და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა – 54-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
სტუმრები 69-ე წუთზე აზეზმა დააწინაურა, ხოლო 81-ე წუთზე უოტფორდელთა კარი კობურნმა აიღო. „უოტფორდი“ 41 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი