ლოჩოშვილმა მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო

0
19

„ნიურნბერგმა“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეორე წრე სამი ქულის აღებით დაიწყო. მე-18 ტურში ნიურნბერგელები შინ სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფ „ელვერსბერგს“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური სხვაობით აჯობეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 83-ე წუთზე გააფრთხილეს. მან ერთ ეპიზოდში, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ბურთი ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა, სტუმრები 39-ე წუთზე ციმერშაიდმა დააწინაურა, ხოლო 56-ე წუთზე იუსტვანმა ანგარიში გაათანაბრა. 65-ე წუთზე „ელვერსბერგიდან“ თავი მალანგამ გამოიჩინა. თუმცა, 71-ე წუთზე სკობელმა თანაფარდობა აღადგინა.
„ნიურნბერგის“ მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ კლოზემ მსაჯთან კამათისთვის 84-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ის უკმაყოფილო მასპინძლების კარში დადებული პენალტით დარჩა, რომელიც შტანგემ ვერ გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების ექსფორვარდი კლოზე 16 გოლით მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე სკობელმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი